COVID19
კოვიდ19 კიდევ 24 პირს დაუდასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 296-დე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4 834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 434 პირი.

ინფორმაციისთვის, 296 ადამიანიდან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

| Print |