COVID19
ყველას მოგვიწევს იმის გაგება თუ რა მოხდა, რათა მათ, ვინც კორონავირუსის ეპიდემიაზეა პასუხისმგებელი, პასუხი აგონ - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი
დადგება დრო, როდესაც ყველას მოგვიწევს იმის გაგება თუ რა მოხდა, რათა მათ, ვინც კორონავირუსის ეპიდემიაზეა პასუხისმგებელი, პასუხი აგონ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ BILD Live-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვას, უნდა აგოს თუ არა პასუხი ჩინეთმა იმ ზიანზე, რომლებიც სახელმწიფოებმა განიცადეს უხანში დაწყებული ეპიდემიის გამო, მაიკ პომპეომ უპასუხა:

„ჩვენ გლობალური დებატები გვჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ და სად დაიწყო ეს ყველაფერი. დადგება დრო, როდესაც დამნაშავეები პასუხს აგებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. ამჟამად კი საჭიროა კონცენტრირება მიმდინარე სამუშაოზე, რათა კვლავ გავხსნათ ამერიკული და მსოფლიო ეკონომიკა. ბრალდებებისთვის დრო კიდევ დადგება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მაიკ პომპეომ ისიც აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია, მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერებმა, მათ შორის ჩინელმა მეცნიერებმა, მონაწილეობა მიიღონ იმის დადგენაში, თუ სად დაიწყო და წარმოიშვა ვირუსი, თუ როგორ გავრცელდა ის“.
| Print |