მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 120 ათასს გადააჭარბა
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 120 857-ს მიაღწია.
ვირუსს ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში ემსხვერპლა (23 644).
მეორე ადგილზეა იტალია(20 465), მესამე ადგილზე კი ესპანეთი (18 056).
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს:
თურქეთში დაინფიცირდა 61 049 და გარდაიცვალა 1 296,
რუსეთში დაინფიცირდა 21 102, გარდაიცვალა - 170,
სომხეთში - 1 067 და გარდაიცვალა - 16.
აზერბაიჯანში - 1 148 და გარდაიცვალა 12.
ვირუსით დღეის მონაცემებით, სულ 1 938 840 ადამიანი დაინფიცირდა, 459 ათასი კი გამოჯანმრთელდა.