COVID19
კორონავირუსის ცხედრიდან გადადების შემთხვევა დაფიქსირდა
COVID-19 სიკვდილის შემდეგაც გადამდებია. დაავადების გვამიდან გავრცელება ტაილანდში, 13 აპრილს, დაფიქსირდა.

Journal of Forensic and Legal Medicine-ის კვლევის მიხედვით, COVID-19-ის ინფექციით, ტაილანდის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის წარმომადგენელი დაინფიცირდა, მოგვიანებით გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ტაილანდში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა დაავადების გავრცელების ერთ-ერთი პირველი კერა გახდა, ახალი კორონავირუსის 2 579 დადასტურებული შემთხვევაა.

ამ დროისთვის დანამდვილებით არავინ იცის, რამდენი ხნის მანძილზე წარმოადგენს COVID-19-ის მქონე გარდაცვლილი ადამიანი ინფექციის გავრცელების რისკს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად 27 მარტს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის სპეციალური წესები გამოაქვეყნა.


უფრო, მეტი ნახეთ:
on.ge
| Print |