ახალციხიდან, სულ 12 ანალიზი გაიგზავნა - ცხელების ცენტრი
ახალციხის ცხელების ცენტრში, დღეს კიდევ ორი მოქალაქე შეიყვანეს. პაციენტებს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, რის გამოც საეჭვო სიმპტომების გამო მედიკოსებმა ცხელების ცენტრში გააგზავნეს.
ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა ბესიკ ბურჯალიანმა მეცხრე არხთან განმარტა, რომ ტემპერატურის მიუხედავად, მათი მდგომარეობა საეჭვო არ იყო, რის გამოც მათი ანალიზების გადაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში არ გახდა საჭირო.
,,დაბლა კლინიკიდან შემოვიდნენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საეჭვოც კი არ იყო, ამიტომ არ ჩავთვალეთ საჭიროდ ლუგარში ანალიზების გაგზავნა" - აღნიშნა ბესიკ ბურჯალიანმა.
ცხელების ცენტრის ამოქმედებიდან დღემდე, ახალციხის ცენტრმა 12 პაციენტის ანალიზი გააგზავნა თბილისში და ყველაზე უარყოფითი პასუხი მიიღო.