COVID19
დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება
17 აპრილიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე იურიდიულ პირებს დაეკისრება და მათთვის ეს ვალდებულება განსაზღვრულია 15 ათასი ლარით.

"კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ასევე სხვის ჯანმრთელობას, დარჩით სახლში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გარდა ამისა, როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებითაც.
| Print |