COVID19
ბორჯომიდან გაგზავნილი 12 პირის ანალიზის პასუხი ცნობილია
ლუგარის ლაბორატორიაში, ბორჯომიდან 12 ადამიანის ბიოლოგიურ მასალაზე პასუხი უკვე ცნობილია. თორმეტივე მათგანის პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი ახალდაბელი ინფიცირებულის არცერთ კონტაქტს არ დაუდასტურდა.

დაბა ახალდაბაში ვირუსი გუშინ, 16 აპრილს ახალგაზრდა კაცს დაუდგინდა, რომელიც თბილისში,  თავის ნათესავ მედდასთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც დაახლოებით ერთი კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა - განუცხადა მეცხრე არხს დაინფიცირებულის მამამ. 

ახალდაბაში ჩამოსვლის შემდეგ კი 30 წლამდე კაცს 12 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ესენი არიან ოჯახის წევრები და ნათესავები სოფელ ყვიბისში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კორონავირუსი არ დაუდასტურდა მამაკაცის დას, რომელთანაც ბოლო პერიოდში ხშირად კონტაქტობდა.
| Print |