სამცხე-ჯავახეთში ლუგარის ლაბორატორიიდან 3 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ორი პაციენტი ბორჯომის ცხელების ცენტრში, გუშინ საღამოს შეიყვანეს. ორივე მათგანს ტემპერატურა უფიქსირდება.
ერთი პაციენტი, ბაკურიანის საკარანტინე ზონიდან შეიყვანეს. ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ირაკლი დიასამიძის თქმით, პაციენტი გერმანიის კლასტერს მიეკუთვნება.
,,მეორე პაციენტი ცხელების ცენტრში ბორჯომის ერთ-ერთი სოფლიდან გადმოიყვანეს, ორივე კაცის მდგომარეობა სტაბილურია. უკვე მოხდა ანალიზის აღება და გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხები ხვალ, 19 აპრილს გახდება ცნობილი" - აცხადებს ირაკლი დიასამიძე.
17 აპრილს ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ანალიზის პასუხს, ახალციხის ცხელების ცენტრში დღეს ელოდებიან. ცხელების ცენტრის დირექტორის რეზო კუჭუხიძის განმარტებით, პაციენტს ცხელება და ხველა უკვე სამი დღის განმავლობაში აღენიშნებოდა.
რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ბორჯომში, 16 აპრილს დაფიქსირდა.