COVID19
სომხეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 339-მდე გაიზარდა

 

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 339-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათის მანძილზე ვირუსს კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა.

სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 580-ს შეადგენს, ხოლო საავადმყოფოებში ამ დროისთვის მკურნალობას 737 ადამიანი გადის.

 

| Print |