COVID19
სამი-ოთხი კვირა საკმაოდ რთული იქნება - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკური ეტაპი ჯერ არ დამდგარა. 

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, მომავალი სამი-ოთხი კვირა საკმაოდ რთული იქნება.

„ზრდა არის დუნე, რადგან ჯერ პიკი არ არის. ჩვენ შიდა გავრცელების შემთხვევები გვაქვს უკვე 22-23 მარტიდან, ამიტომ როგორც წესი, შემდგომი შვიდი-რვა კვირა, როცა შიდა გავრცელება იწყება, არის ხოლმე რთული. ამიტომ ყველა უნდა მოვეკიდოთ ძალიან მაღალი სიფრთხილით მომავალი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში თქვენს ქცევებს. თუ გვინდა, რომ ნაკლები დაზიანებით გადავიაროთ ეს პიკური პერიოდი, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო იძლევა“,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს ამირან გემყრელიძემ.

კითხვაზე, იკლებს თუ არა შემთხვევები სამი კვირის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამის პროგნოზი რთულია.
| Print |