COVID19
ბორჯომის ცხელების ცენტრში პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

 

21 აპრილს, ბორჯომის ცხელების ცენტრში შეყვანილ პაციენტს, დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს. ახალგაზრდა კაცი, ცენტრში ბაკურიანის საკარანტინე ზონიდან, მაღალი ტემპერატურით გადმოიყვანეს. კარანტინიდან გადმოყვანა ნიშნავს, რომ ინფიცირებულს მოსახლეობასთან შეხება არ ჰქონია და არც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

ახალგაზრდა კაცს სავარაუდოდ რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

“30 წლამდე კაცი დღეს გადაიყვანეს გორის ჰოსპიტალში" - ამბობს სამედიცინო ცენტრის დირექტორი ირაკლი დიასამიძე.

ამ დროისთვის ცხელების ცენტრში 1 პაციენტი იმყოფება.

ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 16 აპრილს დადასტურდა. ეს იყო სამცხე-ჯავახეთში ვირუსის პირველი, დადასტურებული შემთხვევა.


 

| Print |