COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 444-მდე გაიზარდა
საქართველოში დილის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 5 888 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 პირი. ინფორმაციისთვის, 444 ადამიანიდან 132 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |