COVID19
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12-ით გაიზარდა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 456-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 25-ით არის გაზრდილი.

კარანტინის რეჟიმშია 4 949 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 555 პირი.

ინფიცირებული 456 ადამიანიდან 132 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

| Print |