COVID19
მარინა ეზუგბაია ინფიცირებულთა რაოდენობის 25-ით ზრდას „დიდი რაოდენობით“ ჩატარებულ აგრესიულ ტესტირებას უკავშირებს

 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იმით არის განპირობებული, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი აგრესიული კვლევა ჩატარდა.

“გუშინდელი დღე იყო დღე, როდესაც ჩატარდა ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული ტესტის მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი შემთხვევა ამ ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება”,
- განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, 25 ახალი შემთხვევიდან 4 ინფექციურშია მოთავსებული, მათგან სამი ბოლნისის კლასტერიდანაა, ერთის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

“25 პაციენტიდან ჩვენთან გუშინ მოთავსდა 4 პაციენტი, აქედან 2 მოზარდია - 7 ბავშვი გვყავდა, კიდევ 2 დაგვემატა და 9 მოზარდი გვყავს. ამ ორი მოზარდის მდგომარეობა არ არის მძიმე. ერთ-ერთს აქვს დაბალი ტემპერატურა 37,3. მეორეს ტემპერატურაც არ აქვს, ჩივილები უმნიშვნელოდ გამოხატულია”, - აღნიშნა ეზუგბაიამ.
| Print |