COVID19
ახალციხეში კარანტინში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

 

ახალციხის ცხელების ცენტრში მოთავსებულ მამაკაცს, ლაბორატორიული კვლევებით COVID-19 დაუდასტურდა. ის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, საკარანტინე ზონიდან კლინიკა „იმედში“ მოწყობილ ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს, საიდანაც პასუხი დღეს მიიღეს.

„ჩვენთან გუშინ შემოიყვანეს, დღეს დილით პასუხების მიღების შემდეგ წაიყვანეს, სავარაუდოდ გორის ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ. ჩვენი რეგიონის მაცხოვრებელი არ არის, ახალციხეში მოწყობილ საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა“, - გვითხრა ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ბარძიმაძემ.

ამ ეტაპზე ცხელების ცენტრში რვა პაციენტი რჩება, აქედან სამის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. პასუხებს სავარაუდოდ, დღეს მიიღებენ. 

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 456-მდე გაიზარდა.

| Print |