ახალციხის რეფერალურ კლინიკაში, 22 აპრილს, ლუგარის ლაბორატორიაში, ევექსის კლინიკიდან ორ პაციენტზე გაგზავნილი ანალიზის ტესტზე უარყოფითი პასუხი მოვიდა.
ხოლო იმედის კლინიკაში, რომელიც 24 აპრილის 253-ე დადგენილებით, ცხელების ცენტრად გადაკეთდა, ცხრა პაციენტზეა გაგზავნილი ბიოლოგიური მასალა.
კლინიკური მენეჯერი გიორგი ბარძიმაძე ამბობს, რომ ჯამში 18 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. 253-ე დადგენილების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში ორი ცხელების ცენტრი იფუნქციონირებს - ახალციხის კლინიკა იმედი და აბასთუმნის ფილტვის ცენტრი.