COVID19
სამცხე-ჯავახეთში, ცხელების 2 ცენტრი ფუნქციონირებს
ახალციხის რეფერალურ კლინიკაში, 22 აპრილს, ლუგარის ლაბორატორიაში, ევექსის კლინიკიდან ორ პაციენტზე გაგზავნილი ანალიზის ტესტზე უარყოფითი პასუხი მოვიდა.

ხოლო იმედის კლინიკაში, რომელიც 24 აპრილის 253-ე დადგენილებით, ცხელების ცენტრად გადაკეთდა, ცხრა პაციენტზეა გაგზავნილი ბიოლოგიური მასალა.

კლინიკური მენეჯერი გიორგი ბარძიმაძე ამბობს, რომ ჯამში 18 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში.

253-ე დადგენილების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში ორი ცხელების ცენტრი იფუნქციონირებს - ახალციხის კლინიკა იმედი და აბასთუმნის ფილტვის ცენტრი.

| Print |