COVID19
ახალციხეში ლუგარიდან სამი პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს

 

ახალციხის ცხელების ცენტრში მოთავსებული პაციენტების ნაწილის ანალიზის პასუხები ცნობილია. სამ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. სამივეს ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში კვლევისთვის გუშინ, 25 აპრილს გააგზავნეს. 

ადმინისტრაციის ინფორმაციით დღეს, გვიან მიიღებენ ცხელების ცენტრში მყოფი რვა პაციენტის ანალიზის პასუხს. კლინიკაში ამ ეტაპზე, 12 პაციენტია მოთავსებული. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს კორონავირუსი დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც ცხელების ცენტრში საკარანტინე ზონიდან გადაიყვანეს. ის რეგიონის მაცხოვრებელი არ არის, ახალციხეში კი, 70 პირთან ერთად, ორკვირიანი კარანტინის გასავლელად ჩამოიყვანეს. დაინფიცირებული გორის ჰოსპიტალში გუშინვე გადაიყვანეს.
| Print |