COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევაა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 496-მდე გახდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ახლახანს განახლდა. კარანტინის რეჟიმშია 4 833 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 პირი.

496 ადამიანიდან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

| Print |