COVID19
ახალციხის ცხელების ცენტრში ლუგარიდან ანალიზის პასუხები მიიღეს

 

ახალციხის ცხელების ცენტრში მოთავსებული პაციენტიდან, რვა მათგანის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში, კორონავირუსზე საკვლევად იყო გაგზავნილი. ცხელების ცენტრში ამბობენ, რომ რვავე პასუხი უარყოფითია.

მათგან ერთ პირზე ექიმებს ჰქონდათ ეჭვი, რომ შესაძლოა კორონავირუსი დადასტურებოდა. პაციენტს, კარანტინში გადმოყვანისას ტრანსპორტში კონტაქტი ჰქონდა მამაკაცთან, რომელსაც 25 აპრილს COVID-19 დაუდასტურდა.

ლუგარის ლაბორტორიაში დღეს, დილით კიდევ შვიდი პაციენტის ბიოლოგიური მასალა გააგზავნეს. მათზე პასუხი გვიან ღამით იქნება.

 

| Print |