COVID19
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 14-ით გაიზარდა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 511 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 15-ით არის გაზრდილი.

კარანტინის რეჟიმშია 5 107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 534 პირი.

ინფორმაციისთვის, 511 ადამიანიდან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

| Print |