COVID19
სინგაპურში მკვლევარებმა პანდემიის დასრულების თარიღი გამოთვალეს

 

სინგაპურის ტექნოლოგიების და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მკვლევრებმა კორონავირუსის პანდემიის დასრულების ვადები გამოთვალეს. პროგნოზი ვებ-გვერდზე ddi.sutd.edu.sg გამოქვეყნდა.

მსოფლიო მონაცემებს შორის საქართველოში პანდემიის დასრულების თარიღიც მოხვდა. კერძოდ, ამ კვლევის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის პანდემია 97%-იანი ალბათობით 2020 წლის 6 ივნისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით 2020 წლის 25 ივნისს, 100%-იანი ალბათობით კი, ქვეყანაში პანდემია 2020 წლის 28 ივლისს უნდა დასრულდეს.

როგორც ვებ-გვერდზე წერია, კვლევა საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნებისთვის არის გათვლილი და შესაძლოა, მცირე ცდომელებას შეიცავდეს. აღწერაში ასევე განმარტებულია, რომ მონაცემებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

 

| Print |