COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 517-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 517 გახდა. ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ინფორმაცია ტრადიციულად, დილით განახლდა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 5 153 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 549 პირი.
517 ინფიცირებულიდან 168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
გააზიარეთ :