COVID19
კორონავირუსზე ჟურნალისტების ტესტირება იწყება

 

დღეს, კორონავირუსზე ჟურნალისტების ტესტირება იწყება,- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

გოფოძის განმარტებით, ჟურნალისტებს, ისევე როგორც სხვა მიზნობრივ ჯგუფებს, თავდაპირველად სწრაფი ტესტირება ჩაუტარდებათ, ხოლო საეჭვო შემთხვევებში, განმეორებითი კვლევისთვის PCR მეთოდს გამოიყენებენ.

„გუშინვე განვაცხადე კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე, რომ ჩვენ ჟურნალისტების გატესტვა დავიწყეთ-მეთქი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ გუშინ თქვენ შებრძანდით და ტესტი გაიკეთეთ. რადგან ასე არ იყო, მაშინ დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას. მართალია, ეს სწრაფი ტესტია, მაგრამ ყველა საეჭვო შემთხვევაში შემდეგ უკვე გადავალთ PCR ტესტებზე ჟურნალისტებთან მიმართებაში. ასეთი მიზნობრივი ჯგუფები განისაზღვრება, რა თქმა უნდა, მიზნობრივ ჯგუფებს ტესტირება ჩაუტარდება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

 

| Print |