COVID19
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა

 

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 178-მდე გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

რაც შეეხება ინფიცირებულთა რიცხვს, ცენტრის მონაცემებით ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობა დილის შემდეგ უცვლელია და კვლავ 517-ს შეადგენს.

 

| Print |