COVID19
ვირუსს, რომელსაც მკვლელს ვეძახდით, ახლა უკვე სახელი შეკვეცილი აქვს - ლევან რატიანი
"ვირუსს, რომელსაც მანამდე მკვლელს ვეძახდით, ახლა უკვე სახელი შეკვეცილი აქვს", - განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

"ახალ კორონავირუსს მკვლელს არ ვეძახით უკვე რამდენიმე კვირაა, მე პირადად არ დამიძახია, არც გამიფიქრია, რომ არ გამოტყუოთ. შეეგუება ამ ვირუსს დღევანდელი კაცობრიობა. ვირუსის ფუნქციაც დარბილდება ის არ იქნება ისეთი აგრესიული, როგორიც გაჩნდა თავიდან",
- ამბობს ლევან რატიანი. 

მისივე თქმით, ადამიანმა იმუნური სისტემის დახმარებით უნდა ისწავლოს ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება და არ უნდა მოექცეს, მისგან გამოწვეული ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ.

"ასევე, ადამიანის ორგანიზმს გაა​ჩნია იმუნური სისტემა და მარტივად, რომ ვთქვათ ამ ვირუსმა და ჩვენ სიმბიოზში უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. ერთი პირობით, რომ არ უნდა მოვხვდეთ ამ ვირუსის შედეგად გამოწვეულ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ",
- განაცხადა ლევან რატიანმა.
| Print |