COVID19
საქართველოში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევაა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 22-ით გაიზარდა და 539 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 5 256 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548 პირი.

ინფორმაციისთვის, 539 ადამიანიდან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |