COVID19
საქართველოში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 27-ით გაიზარდა და 566 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 5 243 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 550 პირი.

ინფორმაციისთვის, 566 ადამიანიდან 184 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

| Print |