COVID19
კორონავირუსისგან მეშვიდე პაციენტიც გარდაიცვალა

 

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა განაცხადა, რომ გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია. ლალი ტურძელაძის თქმით, პაციენტს მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

„ჩვენს კლინიკაში გარდაიცვალა დღეს საღამოს მეშიდე პაციენტი. 83 წლის მამაკაცი ურთულესი ქრონიკული დაავადებებით, არც ერთი კიდური არ ჰქონდა, შაქრიანი დიაბეტის გამო ჰქონდა მოკვეთილი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ბოლო მონაცემებით 566 შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 207 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმშია - 5 320 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |