COVID19
კორონავირუსით მერვე პაციენტი გარდაიცვალა

 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 72 წლის მარნეულელი ქალი საავადმყოფოში 14 აპრილს მოათავსეს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განმარტებით, ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ძირითადი დიაგნოზი ეს არის კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე მიოკარდიულ-ვირუსული ენდოკარდიტის დიაგნოზით, სეფსისი, სეპტიური შოკი. ანამნეზი დატვირთულია ქრონიკული პათოლოგიებით. ამ ქალს აღენიშნებოდა გულის უკმარისობა, მეორე-მესამე კლასის, არტერიული ჰიპერტენზია, მორბიდული სიმსუქნე. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, სამწუხაროდ, ამ დილისთვის დაფიქსირდა გულის გაჩერება და ბიოლოგიური სიკვდილი,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.

 

| Print |