COVID19
კორონავირუსით მეცხრე პაციენტი გარდაიცვალა

 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-9 პაციენტი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლამდე ქალია, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო. ის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სამი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. 

„მას ჰქონდა ფილტვის ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა მძიმე მიმდინარეობით. პაციენტი მოთავსდა რამდენიმე კვირის წინ ჩვენ კლინიკაში. პირველ ეტაპზე იყო თერაპიულ განყოფილებაში, პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უტარდებოდა. დაუფიქსირდა სუნთქვის უკმარისობა, კლინიკურად გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. კლინიკურად სახეზე იყო მძიმე სომატური პათოლოგიების ფონზე განვითარებული პოლიორგანული კლინიკა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიტი,“- განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მათი რაოდენობა 24 საათში 7-ით გაიზარდა და 589 გახდა. გამოჯანმრთელებულია 221 ადამიანი.

 

| Print |