COVID19
„არ გვაქვს ფაქტი, არ არსებობს აღდგომის ღამის კლასტერი" – თენგიზ ცერცვაძე

 

არავითარი მატება რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით არ აღინიშნება, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

„იყო ერთეული შემთხვევები, მაგრამ ეს ყველგან არის. არ არსებობს ფაქტი, ძალიან კარგი და კეთილგონივრული რეაქცია ჰქონდა მოსახლეობას მთავრობის რეკომენდაციებზე, თვითონ ეკლესიამაც ძალიან სწორი და კარგი პოზიცია დაიკავა. ეს ისეთი პერიოდი იყო, რომელიც შეიძლება გამხდარიყო ეპიდემიის მატების საფუძველი ჩავიარეთ მშვიდობიანად". 

მისივე თქმით ძირითადი კლასტერები ყველა გამოვლენილი და ლოკალიზებულია, ეს კი, ეპიდემიოლოგების, ექიმების და საზოგადოების ძალიან ეფექტურ მოქმედებაზე მიუთითებს.

 

| Print |