COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 11-ით გაიზარდა და 604 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4887 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 500 პირი.

ინფორმაციისთვის, 604 ადამიანიდან 240 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

| Print |