COVID19
ბორჯომელი კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა


ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბაში მცხოვრები, კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს. ახალგაზრდა მამაკაცი გორის ჰოსპიტალს დღეს დატოვებს და თბილისში ერთ-ერთ სასტუმროში, ორკვირინ კარანტინს გაივლის. 

"გუშინ და გუშინწინ გაუკეთეს ტესტი, ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო. მე მინდოდა სახლში წამომეყვანა, მაგრამ გადაწყვიტეს ცოტა ხნით სასტუმროში გადაიყვანონ თბილისში" - ამბობს ახალგაზრდა კაცის მამა.

30 წლამდე კაცის მამა ამბობს, რომ მისი შვილი თავს კარგად გრძნობს და მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არც აქამდე ჰქონია და არც ახლა აქვს. ახალგაზრდა კაცი გორის ჰოსპიტალში 20 დღის განმავლობაში იყო მოთავსებული.

ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 16 აპრილს დადასტურდა. ეს იყო სამცხე-ჯავახეთში ვირუსის პირველი ფაქტი. COVID-19 ინფიცირებულის არც ერთ კონტაქტს აღმოაჩნდა.

 

| Print |