COVID19
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 5-ით გაიზარდა და 615 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5 002 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 485 პირი.

ინფორმაციისთვის, 615 ადამიანიდან 275 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |