ახალციხის ცხელების ცენტრში კორონავირუსი მეოთხე პაციენტს დაუდასტურდა
11:08 / 07.05.2020
ახალციხის ცხელების ცენტრში საკარანტინე ზონიდან გადაყვანილ პირს, COVID-19 დაუდასტურდა. სამედიცინო დაწესებულებამ ლუგარის ლაბორატორიიდან საეჭვო პაციენტების ანალიის პაუსხები დღეს, 7 მაისს მიიღო. ინფიცირებული უკვე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში.
"დღეს დილით 11 პასუხი მივიღეთ, აქედან ცხრა პაციენტი, ორი კი ჩვენი თანამშრომელია. ყველა პასუხი უარყოფითია, გარდა ერთისა, რომელიც ბაკურიანის საკარანტინე ზონიდან გადმოიყვანეს. ჩვენი რეგიონის მკვიდრი არ არის", - გვითხრა კლინიკის დირექტორმა.
გიორგი ბარძიმაძე ამბობს, რომ შუა ხნის პაციენტს მოგზაურობის ისტორია აქვს. იგი ადგილობრივი არ არის და არც მოსახლეობასთან ჰქონია შეხება, რეგიონში ორკვირიანი კარანტინის გასავლელად, იზოლირებულად ჩამოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ რეგიონში ვირუსის გამოვლენის ეს მეექვსე შემთხვევაა. კორონავირუსი ახალციხეში პირველ პაციენტს 25 აპრილს დაუდასტურდა. მეორე შემთხვევა 29 აპრილს გამოვლინდა, მესამე კი 30 აპრილს. 23 აპრილს დაუდასტურდა ინფექცია ბორჯომის ცხელების ცენტრში შეყვანილ პირს.
სამცხე-ჯავახეთმა მწვანე ზონის სტატუსი 16 აპრილს დაკარგა, როცა კოვიდ-19 ბორჯომის სოფელ ახალდაბაში, ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.