COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, 24 საათში 8-ით გაიზარდა და 623 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ამასთან, 13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 288 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 4 723 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 446 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |