COVID19
სომხეთში, ერთ დღეში კორონავირუსის 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში დადასტურებულ პაციენტთა რიცხვმა 3 313 შეადგინა.

ასევე, სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში საავადმყოფოებიდან 58 გამოჯანმრთელებული ადამიანი გაწერეს.

ამ დროისთვის, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულია 1 325 პაციენტი. ამჟამად მკურნალობა 2 000-მდე ადამიანს უტარდება.

 

| Print |