COVID19
გარდაცვლილ 45 წლის ქალს კოვიდინფექცია აღარ ჰქონდა - თენგიზ ცერცვაძე

 

გარდაცვლილ 45 წლის ქალბატონს კოვიდინფექცია აღარ ჰქონდა, ის ინსულტით გარდაიცვალა, – ეს განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა. მისივე თქმით პაციენტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გორის ჰოსპიტალში გარდაიცვალა, საქართველოში იყო ერთადერთი ახალგაზრდა პაციენტი.

„მას ვირუსზე პასუხი უარყოფითი ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა ძალიან დიდი მოცულობის ჰემორაგიული ინსულტი და ის ინსულტით გარდაიცვალა. მიაქციეთ ყურადღება, ერთადერთი ახალგაზრდა, მაშინ, როდესაც ვთქვათ, აშშ-ში გარდაცვლილთა 20% არის 20 წლიდან 64 წლამდე, ანუ ახალგაზრდა ასაკის. საქართველოში ეს იყო სამწუხარო, მაგრამ ერთადერთი შემთხვევა, როცა 68 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანი გარდაიცვალა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული 45 წლის ქალი 8
მაისს გარდაიცვალა.

 

| Print |