COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 32 გამოჯანმრთელდა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში - 1-ით გაიზარდა და 639 გახდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ერთ დღეში 32 - ით გაიზარდა და 349 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 4 769 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 414 პირი.

ინფორმაციისთვის, 639 ადამიანიდან 349 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |