COVID19
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 652-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე ვებგვერდზე განახლებული მონაცემების მიხედვით, კორონავირუსი კიდევ 11-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 383-მდე გაიზარდა.
stopcov.ge-ზე, ამ დროისთვის მონაცემები ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 652
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 383
მათ შორის გარდაცვლილი - 11
კარანტინის რეჟიმში - 4 246
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 394
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
გააზიარეთ :