COVID19
ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა. შესაბამისად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 667 შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4 233 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 373 პირი.

ინფორმაციისთვის, 667 ადამიანიდან 383 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

| Print |