COVID19
კოვიდ-19-ის მსოფლიო ზარალმა შესაძლოა, 8.8 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწიოს - აზიის განვითარების ბანკი
მსოფლიო ეკონომიკამ ახალი კორონავირუსის (კოვიდ19) პანდემიის შედეგად შესაძლოა 5.8-დან 8.8 ტრილიონ აშშ დოლარამდე იზარალოს, რაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6.4%-დან 9.7%-მდეა, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის დღეს გამოქვეყნებულ (ADB) ანგარიშში.

ანგარიში, კოვიდ-19-ის პოტენციური ეკონომიკური ზეგვლენის განახლებული შეფასება, ადგენს, რომ ეკონომიკურმა ზარალმა აზიასა და ოკეანეთში შესაძლოა იმერყევოს 1.7 ტრილიონი აშშ დოლარიდან — გავრცელების სწრაფი შეკავების, სამთვიანი სცენარის შემთხვევაში — 2.5 ტრილიონ აშშ დოლარამდე— ხანგრძლივი შეკავების ექვსთვიანი სცენარის შემთხვევაში, რაც მსოფლიო წარმოებაში რეგიონის წვლილს 30%-ით შეამცირებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ შესაძლოა 1.1-დან 1.6 ტრილიონ აშშ დოლარამდე ზარალი ნახოს. ახალი ანალიზი აზიის განვითარების პროგნოზი 2020-ის მონაცემების განახლებული ვერსიაცაა. 3 აპრილს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში მსოფლიო ზარალი 2.0-დან 4.1 ტრილიონ აშშ დოლარამდე იყო ნავარაუდევი.

„ADB აქტიურად მუშაობს მისი წევრების კოვიდ-19-ის შედეგებზე რეაგირებაში დასახმარებლად მიმდინარე წლის13 აპრილს გამოცხადებული 20 მილიარდი აშშ დოლარის საპასუხო პაკეტის საშუალებით. ბანკმა რეფორმათა სერია გაატარა ოპერაციების დასაჩქარებლად და დახმარების მოკლე ვადებში, მოქნილი პროცედურებით მისაწოდებლად. ეწვიეთ ADB-ის ვებ-გვერდს ჩვენი მიმდინარე საპასუხო საქმიანობის შესახებ. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი”,-აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |