იტალია ,,მწვანე ტურიზმის" ინიციატივას აპროტესტებს
ევროპის ქვეყნებში ყოველდღიურად იკლებს კორონავირუსით დაავადებული მძიმე პაციენტების რიცხვი, თუმცა წინა დღესთან შედარებით მცირედითაა გაზრდილი ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა.
სიკვდილიანობის მაჩვენებლით ესპანეთს გადაუსწრო საფრანგეთმა. კვლავ წითელ ზონაში რჩება პარიზი. მწვანე ზონის რეგიონებში კი კაფე-ბარები და რესტორნები ივნისიდან გაიხსნება. საფრანგეთი ტურისტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად 18 მილიარდ ევროს გამოყოფს.
ტურიზმი გახდა უთანხმოების საკითხი ევროკავშირსა და იტალიას შორის. იტალიის პრემიერისთვის მიუღებელია ე.წ მწვანე დერეფნების ინიციატივა, რაც საზღვრების სრულად გახსნამდე კორონავირუსის ნაკლები შემთხვევების ქვეყნებს შორის ტურიზმის აღდგენას გულისხმობს.
ჯუზეპე კონტე აცხადებს, რომ ინიციატივის ამოქმედების შემთხვევაში იტალია ევროკავშირს დატოვებს. ყოველდღიურად ათასობით მატულობს ინფიცირებულთა რაოდენობა პანდემიის ეპიცენტრში - შეერთებულ შტატებში ინფიცირების თითქმის მილიონ ნახევარი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მსოფლიოში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 300 ათასს გადააჭარბა.