საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12-ით გაიზარდა. შესაბამისად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 695 შეადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ქვეყანაში მათი რიცხვი 6-ით გაიზარდა და 425-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.