COVID19
საქართვეოში კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტი მეორედ დაინფიცირდა


საჩხერის სამედიცინო ცენტრში პაციენტი შეიყვანეს, რომელსაც კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა. როგორც კლინიკის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე აცხადებს,  მამაკაცმა COVID-19 რამდენიმე კვირის წინ დაამარცხა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. პაციენტს, კლინიკიდან გაწერიდან ცოტა ხნის შემდეგ, სიმპტომები გაუმეორდა. ლაბორატორიული კვლევის შემდეგ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ახალგაზრდა კაცი საჩხერის კლინიკაში თავდაპირველად საირმის საკარანტინო სივრციდან იყო გადაყვანილი. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ეს უჩვეულო შემთხვევა არ არის. მისივე განმარტებით, ვინაიდან კორონავირუსი მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ამოუცნობი დაავადებაა, გამოჯანმრთელებულ პაციენტს 2 კვირის განმავლობაში საზოგადოებაში არ აბრუნებენ.

„ეს ჯერ კიდევ ჩინეთში იყო დაფიქსირებული, მერე კორეაში, 150-მდე ასეთი შემთხვევაა აღწერილი. სწორედ ამიტომ არის ეს დაავადება ვერაგი და მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ბოლომდე ამოუცნობი, რომ ასეთი რაღაცები ახასიათებს. ჩვენ გვყავდა საქართველოში პაციენტი, რომელიც იმის შემდეგ, რაც აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, ორი თვე იყო ამ ვირუსის მატარებელი. არის თეორია, რომ ვირუსი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მისი რივონეპლეინის მჟავის ნარჩენები მაინც არის ორგანიზმში და მას აღმოაჩენეს ტესტები. ასევე ბევრი კამათი იყო იმაზეც, როცა ავადმყოფს აღარ აქვს და მერე ისევ გამოავლინდება ეს ვირუსი, აქაც რა ხდება - თავიდან ინფიცირებაა, იმიტომ რომ ეს დაავადება იმუნიტეტს არ ტოვებს“, - განაცახდა იმნაძემ.

| Print |