COVID19
საქართველოში covid19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 721 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან 1 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, 7 კი საკარანტინე სივრციდანაა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

24 საათში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10 - ით გაიზარდა და 485 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 3 519 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 351 პირი.

საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე
.

 

| Print |