COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევაა

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ახლა კოვიდცენტრებში მკურნალობს 196 პაციენტი. ახალი ინფიცირებულების კლასტერი ცნობილია. ერთია დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, მეორე - საკარანტინო სივრციდან“, - აღნიშნავს ეზუგბაია.

მისივე თქმით, ერთი ახალი ინფიცირებული პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ის ბოლნისის სოფელ მუშევანიდან არის.

ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა - 522. ქვეყანაში covid19-ის დიაგნოზით გარდაიცვალა 12 პირი.

კარანტინის რეჟიმში რჩება 3 076 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 326. 
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

| Print |