COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 731 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა და 526 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3 076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 300 პირი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

 

| Print |
თეგები: კორონავირუსი /