COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 738 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან 1 სატვირთო მანქანის მძღოლია, 2 კი უკვე არსებული შემთხვევების კონტაქტი. სატვირთოს მძღოლი კარანტინში იმყოფებოდა და ვირუსი იქ დადასტურდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 24 საათში 16-ით გაიზარდა და 573 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3 076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 250 - პირი.

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |
თეგები: კორონავირუსი /